Accentnews.ge
"სანქციებს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, ჩვენ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით"

"სანქციებს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, ჩვენ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით"

06/04/2022 12:29:01 პოლიტიკა

"სანქციებს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, ჩვენ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", – ამის შესახებ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისის მიმართ კიევის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

მისი თქმით, სანქციებს აღსრულების პროცესს აშშ ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება.

„ეს სეროზული ბრალდებებია. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა. ჩვენ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, აღნიშნული ბრალდებების საკითხი განხილულ უნდა იქნას სამთავრობო არხებით და არა მედიის წინაშე.

„ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S