მედია – სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ჩინური ქარხნები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ
06/04/2022 13:38:17 პოლიტიკა
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ჩინური ქარხნები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ, – იუწყება Reuters.
გამოცემას ექვსმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ საუბარია აზიის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სინოპეკზე“, ასევე „პეტროჩინასა“ და „სინოჩემზე“.
"ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებს არ სურთ, მოსკოვის ღია მხარდამჭერებად აღიქმებოდნენ, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა უარი თქვა რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვაზე, ხოლო ევროკავშირმა შეზღუდვები დაუწესა რუსულ კომპანიებს „როსნეფტსა“და „გაპრომნეფტს“. ეს ხდება მაშინ, როცა რუსული ნავთობი ფასდაკლებით იყიდება",– იუწყება Reuters.
ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია.


