Accentnews.ge
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართეს

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართეს

06/04/2022 14:30:37 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების” საკითხები განიხილეს.

“ჩვენს ქვეყნებს ასწლეულების მეგობრობა აერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ადამიანი, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას უჭერს მხარს” – განაცხადა ჯაბაროვმა.

თავის მხრივ, თარხან-მოურავმა რუს სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეის მომხრეა.

ამასთან, მან სამომავლოდ “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების“ მხარდაჭერა გამოხატა, - უწყება რუსული მედია. მისივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ასევე: რას საქმიანობენ აფხაზეთში რუსი სამხედროები, რომლებიც იქ თურმე, არ არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S