"ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია ყველა სუვერენული სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით"
06/04/2022 15:46:52 პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია ყველა სუვერენული სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ "საქართველოს პირველი არხის" მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თურქეთის პრინციპული პოზიციაა.
„ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია ჩვენი მეზობელი ქვეყნების და ყველა სუვერენული სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ეს არის თურქეთის პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


