Accentnews.ge
"საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა ისურვებდა, თბილისს გაეძლიერებინა უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა"

"საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა ისურვებდა, თბილისს გაეძლიერებინა უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა"

06/04/2022 15:50:01 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა ისურვებდა, თბილისს გაეძლიერებინა უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა. ამის შესახებ მან ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, რა უნდა იყოს გზავნილი ნატო-ს პარტნიორებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, რომელიც ასევე ესწრება მინისტერიალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემდეგი აღნიშნა:

„მე ვიცი, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი და მოკავშირე ისურვებდა, რომ თბილისს გაეძლიერებინა დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ".

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად.

"მთავარი კითხვაა – აკეთებს თუ არა ქვეყანა ყველაფერს, რაც მას შეუძლია", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S