Accentnews.ge
"შოლცი და მაკრონი პუტინს მუდმივად ესაუბრებიან, ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც"

"შოლცი და მაკრონი პუტინს მუდმივად ესაუბრებიან, ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც"

06/04/2022 18:50:50 პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართა, აცხადებს, რომ "შოლცი და მაკრონი პუტინს მუდმივად ესაუბრებიან, თბილისიც უნდა ესაუბროს მოსკოვს ნეიტრალიტეტზეც და ომი რომ არ სურს, ამაზეც".

ამასთან, იგი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს:

"ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოვედღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა,- ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა. მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. [...] გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც. და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს! ამიტომ ნუ ავყვებით ნაცმოძრაობას და მის პარტნიორ ზელენკის მთავრობას, რომელიც თავად რუსეთთან ლაპარაკობს, ჩვენ კი, ომში გვითრევს. ვიმეორებ: არანაირი იარაღი საქართველოდან რუსეთში არ შედის. ეს სისულელეა. რა უნდა ვამტკიცოთ… მაგრამ საქართველოს მთავრობა ახლა იმკის თავისსავე დათესილ სააკაშვილების დაუსჯელობას", – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების” საკითხები განიხილეს.

“ჩვენს ქვეყნებს ასწლეულების მეგობრობა აერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ადამიანი, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას უჭერს მხარს” – განაცხადა ჯაბაროვმა.

თავის მხრივ, თარხან-მოურავმა რუს სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეის მომხრეა.

ამასთან, მან სამომავლოდ “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების“ მხარდაჭერა გამოხატა, - უწყება რუსული მედია. მისივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ასევე: რას საქმიანობენ აფხაზეთში რუსი სამხედროები, რომლებიც იქ თურმე, არ არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S