საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს გმობს
06/04/2022 19:11:28 პოლიტიკა
საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს გმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
"სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორების მიერ წამოწყებულ გამოძიებას სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ისევე, როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების მოგროვებასა და დაცვაში. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
დეკლარაციას საქართველოსთან ერთად უერთდებიან, მათ შორის მოლდოვა, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია.


