Accentnews.ge
"რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოვიდა სომხეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი არასამხედრო დანიშნულების 19 სატვირთო ავტომობილი"

"რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოვიდა სომხეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი არასამხედრო დანიშნულების 19 სატვირთო ავტომობილი"

07/04/2022 04:36:31 პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანის გადაადგილება".

"ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული ერთი კვირის მანძილზე, სგპ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული KAMAZ-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S