Accentnews.ge
მდინარაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე - თუ აკეთებ ასეთ განცხადებას, ამ მასშტაბის სკანდალის მოლოდინით, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს

მდინარაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე - თუ აკეთებ ასეთ განცხადებას, ამ მასშტაბის სკანდალის მოლოდინით, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს

07/04/2022 06:43:33 პოლიტიკა

ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც ჯერ განცხადება უნდა გააკეთო და შემდეგ ეძებო მტკიცებულებები. მტკიცებულება ან გაქვს, ან არ გაქვს. თუ აკეთებ ასეთ განცხადებას, ამ მასშტაბის სკანდალის მოლოდინით, მაშინ ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, - უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ამ დეზინფორმაციული ჰიბრიდულ ომის მიზანია მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს საქართველო წარუდგინონ როგორც პუტინის შავი ხვრელი. ამ სიტყვების ავტორია ჩემი კოლეგა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მან ეს სიტყვები უკრაინული არხის ეთერში თქვა და აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის ეს მიმართულება. მაშინ გააჟღერა დეკანოიძემ საკუთარი „ეჭვიც“ კონტრაბანდაზე. ორი კვირის შემდეგ უკვე უკრაინის ოფიციალური უწყება აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელის აღწერისთვისაც შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა. ამ განცხადებას აკეთებს ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი რისკ ქვეყანაა და საერთო მტერი გვყავს. ისინი ღია ომში, ჩვენ კი ჰიბრიდულ ომში ვართ და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S