Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოსთან"

"მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოსთან"

07/04/2022 07:36:27 პოლიტიკა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდის განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოსთან.

„ის, რასაც ახლა ევროპაში ვხედავთ, არის უსაფრთხოების კუთხით ვიტარების ფუნდამენტური ცვლილება არაპროვოცირებული, საშინელი თავდასხმით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაზე 24 თებერვლიდან. ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა მდგრადობის გასაძლიერებლად, რადგან ყველა ქვეყანას ევროპაში აქვს უფლება, იცხოვროს მშვიდად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო–ს მინისტერიალის დაწყებამდე.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–ს და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვს ამჟამად დონბასის ასარებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S