კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ვემხრობით ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკას"
07/04/2022 10:38:53 პოლიტიკა
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
"ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მჭიდრო მეგობრობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკის მომხრე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ავლენს მოწყვლადობას და ამიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი პარტნიორების გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც მოხდეს", – განაცხადა ჯოლიმ.


