Accentnews.ge
კალაძე - მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტზე: "ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია"

კალაძე - მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტზე: "ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია"

07/04/2022 13:21:46 პოლიტიკა

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პატრია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტ მოსკოვში მისთვის მიუღებელია.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

4 აპრილს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების” საკითხები განიხილეს.

“ჩვენს ქვეყნებს ასწლეულების მეგობრობა აერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ადამიანი, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას უჭერს მხარს” – განაცხადა ჯაბაროვმა.

თავის მხრივ, თარხან-მოურავმა რუს სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეის მომხრეა.

ამასთან, მან სამომავლოდ “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების“ მხარდაჭერა გამოხატა, - უწყება რუსული მედია. მისივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ასევე: რას საქმიანობენ აფხაზეთში რუსი სამხედროები, რომლებიც იქ თურმე, არ არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S