"ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს"
07/04/2022 14:00:22 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდაჭერას გააძლიერებს. ამის შესახებ მან ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" მეშვეობით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუატიური ინფორმირებულობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერ–უსაფრთხოება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრევალდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ავსტრალია და იაპონია, რადგან რუსეთის ქმედებებს გლობალურ უსაფრთხოებაზე აქვს გავლენა.


