პრემიერი - „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე:" ეს არ არის საინტერესო და საერთოდ, უადგილოა"
08/04/2022 09:30:49 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი საინტერესო არ არის და საერთოდ, უადგილოა.
„ვფიქრობ, არ არის საინტერესო და საერთოდ, უადგილოა. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
4 აპრილს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მიიღო.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების” საკითხები განიხილეს.
“ჩვენს ქვეყნებს ასწლეულების მეგობრობა აერთიანებთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ადამიანი, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას უჭერს მხარს” – განაცხადა ჯაბაროვმა.
თავის მხრივ, თარხან-მოურავმა რუს სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეის მომხრეა.
ამასთან, მან სამომავლოდ “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების“ მხარდაჭერა გამოხატა, - უწყება რუსული მედია. მისივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
იხილეთ ასევე: რას საქმიანობენ აფხაზეთში რუსი სამხედროები, რომლებიც იქ თურმე, არ არიან.


