Accentnews.ge
"საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 4 500 ბავშვია"

"საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 4 500 ბავშვია"

08/04/2022 10:15:40 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება.

„ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც უმაღლესი კომისრის ოფისიდან ვიღებთ, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 4 500 არის ბავშვი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კითხვაზე, რა მთავარი პრობლემები აქვთ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში, კასიანოვმა შემდეგი განაცხადა:

„ასეთი პრობლემები არ გვაქვს. ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S