საქართველოს პარლამენტი: "შალვა პაპუაშვილს რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია"
08/04/2022 11:17:19 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია. კასიანოვის თქმით, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.


