9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
09/04/2022 04:55:39 პოლიტიკა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილს დაღუპულები:
- აზა ადამია - 22 წლის;
- თამუნა დოლიძე - 28 წლის;
- მზია ჯინჭარაძე - 43 წლის;
- გია ქარსელაძე - 25 წლის;
- თამუნა ჭოველიძე - 16 წლის;
- ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის;
- ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის;
- თინა ენუქიძე - 70 წლის;
- ნანა სამარგულიანი - 30 წლის;
- ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის;
- მამუკა ნოზაძე - 22 წლის;
- ნატო გიორგაძე - 23 წლის;
- ვენერა მეტრეველი;
- მანანა ლოლაძე - 33 წლის;
- ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის;
- ზაირა კიკვიძე - 61 წლის;
- მანანა მელქაძე - 23 წლის;
- ნინო თოიძე - 25 წლის;
- თამარ მამულაშვილი - 50 წლის;
- მარინე ჭყონია - 25 წლის;
- შალვა ქვასროლიაშვილი.


