"მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია"
11/04/2022 07:30:23 პოლიტიკა
"მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი 200-მდე დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით გაიაფდა.
"მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, დღეს 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორემ სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი წამალი, რაც იყო სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი ბევრად იაფია", - განაცხადა პრემიერმა.


