საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა
11/04/2022 10:28:14 პოლიტიკა
ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.
დოკუმენტი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე.
საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.


