Accentnews.ge
ლანდსბერგისი საქართველოსა და მოლდოვასთვის კითხვარის გადაცემაზე:"უკრაინას ეს სისხლის ფასად დაუჯდა"

ლანდსბერგისი საქართველოსა და მოლდოვასთვის კითხვარის გადაცემაზე:"უკრაინას ეს სისხლის ფასად დაუჯდა"

11/04/2022 13:43:50 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, უკრაინა ძვირ ფასს იხდის ევროპული პერსპექტივისთვის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებმა მას მხარი უნდა დაუჭირონ. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარის გადაცემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინამ გაწია უზარმაზარი სამუშაო იმ ბარიერის გასარღვევად, რომლის გადალახვა სამ ქვეყანას არ შეეძლო. მაგრამ სისხლის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი – ადამიანები ყოველდღე იხოცებიან ამისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, დაფასებული უნდა იყოს, რაც გაკეთდა ამის მისაღწევად. ვიმედოვნებ, რომ პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმობენ რუსეთის ქმედებებს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ასოცირებული ტრიოს პერსპექტივას.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც უნდა ველოდოთ, არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაწყებული უკრაინიდან, შემდეგ კი პროცედურების გაგრძელება. მისი თქმით, ლიეტუვა ამ პროცესში სამივე ქვეყანას მხარს დაუჭერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S