თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
12/04/2022 08:01:37 პოლიტიკა
თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ალი კაან ორბაი დაინიშნა. ამის შესახებ "აქცენტს" დიპლომატიურ უწყებაში განუცხადეს.
მანამდე, ალი კაან ორბაი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გენდირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
მან ახალ თანამდებობაზე ფატმა სერენ იაზგანი შეცვალა.
ფატმა სერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის ელჩის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.


