Accentnews.ge
"ჩანს, როგორი „ფეიკები" არიან, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე და ოპოზიციამ არახამია აარჩია, ვისზეც არ იყო საუბარი"

"ჩანს, როგორი „ფეიკები" არიან, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე და ოპოზიციამ არახამია აარჩია, ვისზეც არ იყო საუბარი"

12/04/2022 09:41:47 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია.

"აქედანაც ჩანს როგორი "ფეიკები" არიან ეს ადამიანები, სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ იყოს სუფთა ურთიერთობები, ამათ თქვეს მეოთხე - არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? - ეს არის სააკაშვილი, უმძიმესი კრიმინალი; ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი, აქედან ჩანს მათი "ფეიკ" ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როცა საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის,"- განაცხადა კობახიძემ.

არახამია უკრაინა-რუსეთს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელია.

11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S