Accentnews.ge
მედია – უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის 3 წევრი გაემგზავრება

მედია – უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის 3 წევრი გაემგზავრება

12/04/2022 10:23:23 პოლიტიკა

უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის 3 წევრი გაემგზავრება, – იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

მისი ცნობით, საპარლამენტო დელეგაციაში მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება" იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშრებით დღის ბოლოს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა "ადამიანური და ისტორიული ვალი", რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

"მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს", – ასე გამოეხმაურა პაპუაშვილის წერილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

11 აპრილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S