Accentnews.ge
The Guardian: "უკრაიანასთან ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა თბილისის პრორუსული მთავრობის უარის გამო, მოსკოვისთვის სანქციები დაეწესებინა"

The Guardian: "უკრაიანასთან ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა თბილისის პრორუსული მთავრობის უარის გამო, მოსკოვისთვის სანქციები დაეწესებინა"

12/04/2022 10:36:35 პოლიტიკა

The Guardian აქვეყნებს სტატიას სათაურით "რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კონტრაბანდულ ირანულ იარაღს ერაყიდან იღებს", რომელშიც, მათ შორის უკრაინული მხარის მიერ საქართველოსადმი ბრალდებებზეც არის საუბარი.

"გასულ კვირას უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა დაადანაშაულეს საქართველო რუსეთისთვის დახმარების გაწევაში, მიეღო სანქცირებული სამხედრო მასალა, რაც კიდევ ერთი სავარაუდო ნიშანია კრემლის ძალისხმევის ახალი მასშტაბისა, გამოიყენოს საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელები უკრაინაში მისი კამპანიის დასახმარებლად. "ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინსტრუქციები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩაერიონ კონტრაბანდის არხებში "აღმოსავლეთ აზიიდან", რომლებიც შექმნილია დასავლეთის ახალი სანქციების გვერდის ავლით", –ნათქვამია კიევის დაზვერვის დირექტორატის განცხადებაში. ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ბრალდებები უსაფუძვლოა. ურთიერთობები ორ პოსტსაბჭოთა ერს შორის მკვეთრად გაუარესდა თბილისის პრორუსული მთავრობის უარის გამო, მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა", – იუწყება The Guardian.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ". გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S