"უკრაინაში პარლამენტის დელეგაცია პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება"
12/04/2022 15:48:41 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოს საპარალმენტო დელეგაცია უკრაინას პარასკევს ან შაბათს ეწვევა.
მისი თქმით, ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას დღეს ან ხვალ გადაწყდება.
"შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა დღეს ან ხვალ, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა სერგეენკომ.


