Accentnews.ge
ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი

ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი

12/04/2022 16:12:28 პოლიტიკა

პარლამეტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონს.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო პანდემიიდან გამომდინარე პატიმრებს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლის.

რას ითვალისწინებს “ამნისტიის შესახებ“ კანონი

მუხლი 1

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს, იმავე ბრალდების საქმეზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, აღნიშნული სასჯელი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 45 დღით.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ ბრალდებულს, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვან ან 70 წელს გადაცილებულ ბრალდებულს, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 105 დღით.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72/1 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით.

მუხლი 2

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, აღნიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით შეფარდებული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, აღნიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 45 დღით.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ მსჯავრდებულს, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვან ან 70 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს, აღნიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდეს 105 დღით.

მუხლი 3.

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72/1 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით.

ვის შეეხება ამნისტია

კანონის თანახმად, პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდებიან.

ამნისტია იმ პირთა მიმართაც გავრცელდება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს.

ამნისტირებული პირები ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ვის არ შეეხება ამნისტია

ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე - 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე - 224-ე, 236-ე - 239-ე, 253-ე - 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე - 379-ე, 404-ე - 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

“ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა.

კანონი გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს ამოქმედდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S