Accentnews.ge
სტეფანჩუკი: "მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია"

სტეფანჩუკი: "მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია"

13/04/2022 12:37:44 პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ონლაინშეხვედრა ჰქონდა, რომლის დროსაც პაპუაშვილმა მას უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

სტეფანჩუკის თქმით, მოხარულია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები ამოიწურა.

„შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს!“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც და აღნიშნა, რომ კოლეგას რაც შეიძლება, მალე შეხვდება.

„შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

რა საკითხები განიხილეს პაპუაშვილმა და სტეფანჩუკმა დღევანდელ შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ინდორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები, ასევე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველო–უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

პაპუაშვილმა და სტეფანჩუკი შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.

რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S