Accentnews.ge
კობახიძე – უკრაინაში ვიზიტზე: "იდეალურად დალაგდა დელეგაცია, „ომის პარტია“ ბორტს მიღმა უნდა დარჩეს"

კობახიძე – უკრაინაში ვიზიტზე: "იდეალურად დალაგდა დელეგაცია, „ომის პარტია“ ბორტს მიღმა უნდა დარჩეს"

14/04/2022 11:06:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში წამსვლელი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა „იდეალურად დალაგდა“, რადგან მასში ენმ წარმოდგენილი არ იქნება.

"მგონია, რომ იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი- ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია - „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშნდობლივი და კარგი", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა":

მათი საკვანძო ინტერესია, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი და ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ უნდათ გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში ჩასვლა. შესაბამისად, ეს არის პოპულიზმი და ეს არის მათი ინტერესი, რომ საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S