Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოს დასკვნას ელოდება იმის შესაფასებლად, აწყობს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში

ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოს დასკვნას ელოდება იმის შესაფასებლად, აწყობს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში

14/04/2022 11:12:32 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოს დასკვნას ელოდება იმის შესაფასებლად, აწყობს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, "არის თუ არა გენოცოდი ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს?".

„გახსოვთ, იყო მაგალითად მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გენოციდზე საუბრობს, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის, ამიტომ საჭიროა სამართლებრივი შეფასება".

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "გენოციდი" უწოდა. ბაიდენის განცხადების პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებასთან დაკავშირებით ფრთხილად იქნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S