Accentnews.ge
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“კანონში ცვლილებები დაამტკიცა

14/04/2022 12:01:17 პოლიტიკა

პარლამენტმა 83 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება.

ცვლილების თანახმად:

  • საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გაიწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას (ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას), რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

თავდაპირველად კანონპროეტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმებოდა. მოგვიანებით, მისი განხილვა, ორი კვირით გადაიდო და პარლამენტმა მას 14 აპრილს მესამე მოსმენით უყარა კენჭი. საკანონმდებლო ცვლიბების ავტორები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

მანამდე ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებდა. კანონპროექტის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S