ცნობილია ვინ გაემგზავრება უკრაინაში პაპუაშვილთან ერთად
14/04/2022 15:15:15 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
დელეგაციაში იქნებიან ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, დეპუტატაები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, ხვალ გაემგზავრება.


