Accentnews.ge
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

15/04/2022 08:30:43 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელიც გადაწყდა საბოლოოდ, რომ განხორციელდება შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამან სულ სხვა დატვირთვა, წონა შეიძინა, შესაბამისად, სულ სხვა შედეგებსაც ველით. პირდაპირი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარებს შორის იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ „ფეიკ ინფორმაციას“ გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა",- განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, არ აქვს უფლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ისაუბროს დღის წესრიგზე, მარშრუტზე ან კონკრეტულ დროზე. თუმცა, კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა, რომ ვიზიტი დღეს გაიმართება, ოდიშარია პასუხობს, რომ გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად კიევში მიდიან სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S