საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
15/04/2022 14:22:03 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, წინასწარი ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში არიან:
- ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე („ქართული ოცნება");
- ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო („ქართული ოცნება");
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება");
- ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი („მოქალაქეები");
- ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე;
- პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი");
- პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი („ლელო");
- პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი (პარტია „საქართველოსთვის").
იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისშეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ქალაქ ბუჩაში ჩასვლას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".
ხოლო კიდევ ერთ საპარლამენტო პარტიას "ევროპელ სოციალისტებს" დელეგაციის წევრობის სურვილი არ გამოუთქვამთ.


