Accentnews.ge
„ევროპული საქართველო": "მეგრული და სვანური ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს"

„ევროპული საქართველო": "მეგრული და სვანური ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს"

15/04/2022 15:41:57 პოლიტიკა

პარტია „ევროპული საქართველო" ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიის ინიციატივას მეგრული და სვანური ენების საქართველოს საჯარო სკოლებში არჩევით საგნებად სწავლების შესახებ.

„ქართული კულტურის მრავალფეროვნება სიმდიდრეა და არა საფრთხე. საფრთხეა მტერი, რომელიც მრავალფეროვნების შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს - იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მტერი უნდა განეიტრალდეს და არა მრავალფეროვნება.

მეგრული და სვანური, რომლებიც ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების მონაპოვარია და მათი საფრთხედ დასახვა აძლიერებს რუსული პროპაგანდის გზავნილს, თითქოს კულტურული სხვადასხვაობა ადასტურებს, რომ ქართველი ერი არ არის ერთიანი - სინამდვილეში, პირიქით - ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი ერთიანობის განმამტკიცებელია", - აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.

რაც შეეხება მეგრული და სვანური ენების სასკოლო პროგრამაში დამატების საკითხს, პარტია აცხადებს:

„დეცენტრალიზებული განათლების სისტემისა და სკოლების პირობებში, საბაზო საგნების, მათ შორის, ქართული ენის მიღმა, მშობლები და სასკოლო საბჭოები უნდა წყვეტდნენ ადგილზე, რა დამატებითი საგნების სწავლება სურთ თავიანთი შვილებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების ნაცვლად".

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ინიციატივა წარუდგინა. პრეზიდენტი სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევითი სწავლების შემოღების წინადადება დააყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S