დეგნანის შეფასებით, საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის გამგზავრება დადებითი ნიშანია
15/04/2022 15:48:15 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა საქართველში კელი დეგნანმა უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, დელეგაციის მრავალპარტიულობა დადებითი ნიშანია. ვიზიტის შესახებ ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელაგაცია მრავალპარტიულია, რაც გამოხატავს საქართველოს ხალხის ძლიერ გრძნობას, რომ მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ უკარაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი და მოხარული ვარ, რომ საქართველოსა უკრაინას შორის არსებული ხანგრძლივი ძლიერი ძმური მხარდაჭერა ისევ ადგილზეა და ისევ ძლიერია მაშინ, როცა ეს უკრაინას სჭირდება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, „ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს მაშინ, როცა უკრაინა და საქართველო უპირისპირდებიან ერთმანეთს, რუსეთია", ამიტომ, ამ ერთიანობის ნახვა ახლა ძალიან სასიხარულოა.
"ახლა ის მომენტია, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათელი გახადროს, ძალის გამოყენებით სხვა ქვეყანის დაპყრობისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ქალაქების დანგრევა დაუშვებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დენგანი, დღეს, 15 აპრილს ესწრებოდა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოში უკრაინაის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.
ღონისძიებაზე, უკრაინის თემატიკაზე შექნილი ნაკეთობები და უკრაინელი ფოტოგრაფების ნამუშევრები გაიყიდა, შემოსული თანხა კი გადაირიცხება უკრაინის საელჩოს ანგარიშზე, იმ 125 ათას ლართან ერთად, რომელიც უკვე გადარიცხა ამერიკის სავაჭრო პალატამ უკრაინის საელჩოს ანგარიშზე.
კელი დეგნანის განცხადებით დღევანდელი ღონისძიება საშინელი აგრესიის წინააღმედგ მამაცად მებრძოლი უკრანის ხალხისადმი დახმარების საშუალებაა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.


