„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან
15/04/2022 17:04:36 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.
უკრაინაში მათი ვიზიტის ამსახველ კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
“ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ”, – ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის” ცნობით.


