"გაუგებრობები რაც იყო, ასევე სანქციებთან დაკავშირებით, მოგვარებულია"
16/04/2022 17:05:11 პოლიტიკა
გაუგებრობები რაც იყო, ასევე სანქციებთან დაკავშირებით, მოგვარებულია - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ირპინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ყოფნის დროს განაცხადა.
"ჩვენ ახლა ირპინის კულტურის სახლთან ვიმყოფებით. ეტყობა რამე, რომ სამხედრო ობიექტია? მაგრამ ეს შენობაც გაანადგურეს. მადლობა საქართველოს და ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის. მადლობა ქართველ მოხალისეებს უკრაინელ მებრძოლებთან მხარდამხარ ბრძოლისთვის. მადლობა შალვა პაპუაშვილს ამ ვიზიტისთვის. გაუგებრობები რაც იყო, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, მოგვარებულია. ახლა მთავარია, რომ ერთად შევძლოთ მტრის დამარცხება"-განაცხადა სტეფანჩუკმა.


