არესტოვიჩი: "რუსული ჯარის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას განაგრძობს, შესუსტდა"
17/04/2022 06:43:40 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული ჯარის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას განაგრძობს, შესუსტდა.
"ზოგიერთი მონაცემით, მკვეთრად შესუსტა მარიუპოლის რუსული ჯგუფი. ეს მონაცემები ცხადია, გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ ისინი თითქმის ორჯერ შემცირდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები მარიუპოლში ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ, მათ შორის მძიმე ულტრაბგერით Ту-22-ის ტიპის თვითმფრინავებს ქარხანა „აზოვსტალზე“ თავისუფალი ვარდნის ბომბების ჩამოსაყრელად.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში ვერანაირი სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება.


