Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: "კონტრაბანდასთან დაკავშირებით საუბრები აღარ მიდის, ეს საკითხი გადალახულია"

შალვა პაპუაშვილი: "კონტრაბანდასთან დაკავშირებით საუბრები აღარ მიდის, ეს საკითხი გადალახულია"

18/04/2022 05:49:06 პოლიტიკა

"კონტრაბანდასთან დაკავშირებით საუბრები აღარ მიდის, ეს საკითხი გადალახულია" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"უკრაინაში ჩვენს ვიზიტამდე განხორციელებული კომუნიკაციის დროსაც შევთანხმდით [უკრაინულ მხარესთან - რედ.], რომ წინ გავიხედავთ, მომავალს შევხედავთ და სამომავლოდ ინფორმაციებს ერთმანეთთან გადავამოწმებთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული დელეგაცია რიგით მეორე იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ისინი ქვეყანაში მიიწვია.

"ჩვენი დელეგაცია იყო მეორე უკრაინაში. ერთი დღით ადრე ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ ერთობლივად ჩასულები. განსაკუთრებული სითბოთი დაგვხვდნენ ნამდვილად. ეტყობოდა კიდეც ჩვენს მასპინძელს, რომ სურდა, ეჩვენებინა ეს სითბო. ცდილობდა, არა მხოლოდ ოფიციალურად, არამედ ადამიანურადაც შესამჩნევი ყოფილიყო ეს სითბო და ის სიყვარული, რომლითაც ის დახვდა ჩვენს დელეგაციას. ჩვენი დელეგაციაც განსაკუთრებული იყო, იყო მრავალპარტიული. სტეფანჩუკის მხრიდან იყო განსაკუთრებული მადლიერება, რომ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი და ამით მთელი საქართველოს გზავნილი იყო ჩატანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არავის უხსენებია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S