Accentnews.ge
"დღეიდან ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას"

"დღეიდან ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას"

18/04/2022 07:40:49 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან მთავრობა "განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამას" იწყებს.

მისი თქმით, სამუშაოების დაიწყება მიმდინარე წელსვე, 3-4 წელიწადში კი ყველა პროექტი უნდა იყოს დასრულებული, მათ შორის არის სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია და აშენება.

როგორც მან აღნიშნა, აშენდება 90 ახალი ბაღი და გარემონტდება 800 სკოლა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5 - 3 მილიარდი ლარია.

"ჩვენ დავიწყებთ 2 მილიარდი ლარით. 2 მილიარდი ლარის პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის. დასაქმდება 20 ათასი ადამიანი. ანუ 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, ჩვენი გარანტირებული დაკვეთით მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ჩვენ პროექტებს დაგეგმილ ვადაზე ადრე განვახორციელებთ. მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება ეს ყოველივე. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S