Accentnews.ge
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ

19/04/2022 11:27:46 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი ხვალ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

აპატურაი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს ნატო–ს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.

2010-2019 წლებში ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს ​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S