Accentnews.ge
ჯეიმს აპატურაი: "ჩვენი ერთგულება ნატო–ს "ღია კარის" მიმართ კვლავ ნათელია"

ჯეიმს აპატურაი: "ჩვენი ერთგულება ნატო–ს "ღია კარის" მიმართ კვლავ ნათელია"

20/04/2022 08:10:15 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი ცხადებს, რომ "ალიანსის ერთგულება ნატო–ს "ღია კარის" მიმართ კვლავ ნათელია".

„მართალია, რომ ვითარება უსაფრთხოების მხრივ გაუარესდა, ეს ცხადია. მაგრამ, რაც არ შეცვლილა, ესაა ნატოს ერთგულება მისი ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, რომ ეს ახლაც ასეა საქართველოსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ნატოს ლიდერები შეხვდებიან მადრიდში, ივნისის ბოლოს და განაცხადებენ, რომ ჩვენი ერთგულება ღია კარის მიმართ კვლავ ნათელია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის უსმენენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S