"ნატო-ს წევრებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად"
20/04/2022 08:28:07 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ალიანსის წევრებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა აპატურაიმ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი სიტვით გამოვიდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.


