Accentnews.ge
"გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო"

"გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო"

20/04/2022 08:33:43 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ალიანსს სურს, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილოს.

"ნატო-ს სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს,ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვსურს, ვიხილოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ და რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება", – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი სიტვით გამოვიდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S