მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა: "ექიმი მჭირდება"
20/04/2022 08:57:24 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა, მან პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება ითხოვა.
"ექიმი მჭირდება, ხელის მომკიდეთ",- თქვა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
სააკაშვილმა სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გახაუხადა.
"მინდა ქართველ გმირებს მივაგო პატივი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ვინც უკრაინაში დაიღუპა. დღეს კახა ბენდუქიძის, ჩემი ძალიან ახლო ადამიანის, 66 წლისთავია. ბოლო ვისაც ესაუბრა, მე ვიყავი. ასევე მინდა სასამართლოსთან შეკრებილ ხალხს მივესალმო... თუ შეიძლება ექიმის დახმარება მჭირდება, ხელი მომკიდეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


