The Economic Times – ინდოეთმა რუსეთის ყავით, ჩაით, ბრინჯით და სხვა საკვები პროდუქტებით მომარაგება ძირითადად საქართველოს პორტების მეშვეობით განაახლა
20/04/2022 09:40:59 პოლიტიკა
ინდოეთმა რუსეთის ყავით, ჩაით, ბრინჯით, ხილით, ზღვის პროდუქტებითა და საკონდიტრო ნაწარმით მომარაგება გასული კვირიდან განაახლა, – იუწყება The Economic Times.
მისივე ცნობით, რუსული "სბერბანკის" ხელმძღვანელობით ბანკები ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის დარეგულირებას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხორციელდება.
"ტრანზაქციები "სბერბანკის" მეშვეობით ხორციელდება", - განაცხადა ინდოეთის "საექსპორტო ორგანიზაციების ფედერაციის" გენერალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა აჯაი საჰაიმ.
"ექსპორტი თითქმის შეჩერდა იმ გაურკვევლობის ფონზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. ვაჭრობა რუპი-რუბლში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთი ბანკი ფულად გზავნილებს ევროში აწვდის", – იუწყება გამოცემა.
"ჩვენ ახლახან გამოვგზავნეთ 60 კონტეინერი ბრინჯი რუსეთში, თითოეული 22000 კგ-ს იწონის. გადახდას "ალფა" ბანკი ახორციელებს", – განაცხადა "შაჰ ნანჯი ნაჯი ექსპორტის" დირექტორმა აშვინ შაჰმა.
როგორც "აზიური ჩაის" დირექტორი მოჰიტ აგარვალი აღნიშნავს, კომპანიამ ხუთი კონტეინერი ჩაი რუსეთში ცოტა ხნის წინ გაგზავნა. რუსეთს ინდოეთიდან ყოველწლიურად 43-45 მილიონი კგ. ჩაი შეაქვს.
როგორც The Economic Times იუწყება, უახლოეს მომავალში ინდოეთიდან რუსეთში მეტი პროდუქტების შეტანა იგეგმება.
The Economic Times–ის განცხადებით, "სბერბანკმა" და "ალფა" ბანკმა გამოცემას კომენტარზე უარი განუცხადეს.


