Accentnews.ge
ფარული თვალთვალისა და მიყურადების ვადები შესაძლოა, გაიზარდოს

ფარული თვალთვალისა და მიყურადების ვადები შესაძლოა, გაიზარდოს

20/04/2022 11:39:55 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.

დეპუტატების შედგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების 3 ეტაპად ჩატარება გახდება შესაძლებელი, თითოეული 3-თვიან ვადას ითვალისწინებს, ხანგრძლივობა კი საერთო ჯამში 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. იმ შემთხვევაში კი თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს 2 თვის ვადით. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა კი, მოქმედი კანონმდებლობით, შეიძლება საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვით გაგრძელდეს. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება კი დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეებია:

- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

- ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

- გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;

- საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

- ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;

- ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S