Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პეკინის მხარდაჭერა დაუდასტურა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პეკინის მხარდაჭერა დაუდასტურა

20/04/2022 13:29:27 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

ამასთან, ვან იმ ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S