ენმ-ის წევრები უკრაინაში სტეფანჩუკს, არახამიასა და ერმაკს შეხვდნენ
20/04/2022 17:47:22 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შესაბამის ინფორმაციასა და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა მელია და ასევე პარტიის სხვა ლიდერები, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს პარლამნტში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს.
ენმ–ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ.


