სეპარატისტული რეჟიმები, “პატრიოტები” და რუსი ექსპერტები რასმუსენის ინიციატივას ერთნაირად კითხულობენ

17-09-2019 10:41:52 სხვა ,რეპორტაჟი

10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს წესდების მე-5 მას შემდეგ ამოქმედებულიყო, რაც საქართველო ტერტორიულ მთლიანობას აღიდგენდა, ხოლო მანამდე ნატოში ქვენის დაჩქარებული წესით ინტეგრაცია მოჰყოლოდა, პრორუსული პარტიების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები მოჰყვა. დაინტერესებული ჯგუფები ავითარებდნენ მოსაზრებას, თითქოს ეს ენიციატივა საქართველოს ნატოში ინტეგრირებას აფხაზეთის და სამაჩავლოს დათმობის სანაცვლოდ ითვალისწინებდა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის ავტორიც მკაფიოდ განმარტავდა, რომ გერმანიის მსგავსად, რომელიც ეტაპობრივად შევიდა ნატოში, ამ შემთხვევაშიც გერმანული მოდელი იგულისხმებოდა. 

რასმუსენის ეს ინიციატივა ქართველი პრორუსი აქტორების მსგავსად წაიკითხეს აფხაზეთის და ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ასევე რუსმა ექსპერტებმა და ერთ შემთხვევაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. 





10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“თუ ერთ დღეს გადაწყდება, რომ საქართველო მზადაა ალიანსთან შესაერთებლად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს მე-5 მუხლი კვლავ ქმედითია, რაც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას, თუ მას თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები პრობლემაა. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ასევე უნდა უპასუხონ იმავე კითხვას.”

რას გულისხმობს მეხუთე მუხლი?

ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ საზღვრებს არ განსაზღრავს. 

ოკუპირებული ტერიტორიებით ნატო-ში გაწევრიანება - გერმანიის მაგალითი

გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა, თუმცა მხოლოდ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაზე - დასავლეთ გერმანიაზე ვრცელდებოდა მეხუთე მუხლი. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გერმანიის დემორატიული რესპუბლიკაც (აღმოსავლეთ გემანია), ერთიანი გერმანიის ფარგლებში ნატო-ს წევრი გახდა. 

წყარო:mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები